პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს თელავში, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძლობს
პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს თელავში, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძლობს. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის მზარდი თანამშრომლობა მიმოიხილეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე. განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. დაადასტურეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ნდობის განმტკიცების მიმართულებებით თანამშრომლობის მზაობა. ასევე, აღინიშნა კავკასიის სატრანზიტო დერეფნების პოტენციალის ათვისების პერსპექტივები. საქართველო მხარს უჭერს სომხეთის ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოხატა.