ჯო ბაიდენის ავტომატური ხელმოწერების გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია თეთრი სახლის ოთხი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც პრეზიდენტის ავტომატური ხელმოწერის აპარატში დოკუმენტებს ათავსებდნენ
ჯო ბაიდენის ავტომატური ხელმოწერების გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია თეთრი სახლის ოთხი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც პრეზიდენტის ავტომატური ხელმოწერის აპარატში დოკუმენტებს ათავსებდნენ. ესენი იყვნენ თეთრი სახლის შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პრეზიდენტ ბაიდენის ასისტენტის მოადგილე, პრეზიდენტის ყოფილი უფროსი მრჩეველი და პირველი ლედის შტაბის უფროსი. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთხივე მათგანი დაკითხვაზე დაიბარა, ჩვენების მისაცემად ასევე გამოიძახეს თეთრი სახლის ყოფილი ექიმი კევინ ოკონერი. ჯეიმს კომერის თქმით, ყოფილი ადმინისტრაციის 4 თანამშრომლისგან უნდა დაადგინონ, ვინ მისცა მათ პრეზიდენტის ავტომატური ხელმოწერების გამოყენების უფლებამოსილება
