ირაკლი კობახიძე კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ირაკლი კობახიძე კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს . მილოცვას საქართველოს პრემიერ მინისტრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მთავრობის მეთაური ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და საქართველოს და პოლონეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე საუბრობს
