სანდრო ახმეტელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სანდრო ახმეტელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, ამ დროისთვის წყალარინების ქსელი იცვლება. საგზაო სამუშაო მოიცავს 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობს. გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანება.
