კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეთადონი", „მეფედრონი" და „ტეტრა ჰიდრო კანაბინოლი“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
