პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ბათუმში გასვლითი სხდომა გამართა
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ბათუმში გასვლითი სხდომა გამართა. სხდომაზე 2025 წელს, ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადების საკითხი განიხილეს. ინიციატივა პარლამენტის წევრს არჩილ ბერიძეს ეკუთვნის. კულტურის დედაქალაქის სტატუსის ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქში ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში ცნობილი კომპოზიტორების კონცერტები და მუსიკალური საღამოები გაიმართება. ბერიძემ ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაარსების საკითხზეც ისაუბრა. გასვლით სხდომაზე ასევე განიხილეს აჭარის მუნიციპალიტეტების მიერ კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.
