მოსამართლის მიმართ უპატივცემულობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
მოსამართლის მიმართ უპატივცემულობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სასამართლო პროცესზე მოსამართლისთვის წყლის შესხმაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან სანიკიძემ ისიც კი თქვა, რომ თავადაც მელიას მსგავსად მოიქცეოდა. მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ ექსტრემიზმზე საუბრობს და კანონდამრღვევ ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია