ჰიდროელექტროსადგურის „სტორი - ერთის“ ექსპლუატაციაში გაშვება წელს დეკემბერშია დაგეგმილი, მანამდე კი სადგური სატესტო რეჟიმში ამოქმედდება
სამუშაოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი, თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ჰიდროელექტროსადგური მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. კომპანია ჰესების მართვის პერსონალს სრულად ადგილობრივი კადრებით დააკომპლექტებს.