მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა
მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, ოპერაცია “ობობის ქსელის “ სამიზნე რუსეთის უმთავრესი სამხედრო აეროდრომები გახდა. ჯამში 40 - ზე მეტი რუსული ბომბდამშენი განადგურდა. ზარალი სხვადასხვა მონაცემებით, ორიდან 7 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. რუსეთმა კი უკრაინის მიმართულებით, 479 დრონი და რაკეტა გაუშვა. საფრთხის გამო, ღამით განგაში იყო გამოცხადებული კიევში.
