აზიური ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონებსა და აჭარაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გამართეს
განიხილეს მავნებლის გავრცელების მონიტორინგის შედეგები. ასევე იმსჯელეს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე. ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება. ეფექტიანობისთვის კი მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ფერმერების მუდმივი ჩართულობა.