შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები. ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან, სამართალდამცველებმა ამოიღეს მის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.
