შინაგან საქმეთა მინისტრი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. გეკა გელაძემ მათ პოლიციელის დღე მიულოცა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. შინაგან საქმეთა მინისტრს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს.