ბეისბოლში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დღეს დასრულდა
ბეისბოლში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა და მისი ჩატარების მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია გახლდათ. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გუნდების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაც არის დაგეგმილი.
