აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს
საქართველოს ისტორიაში პირველად, აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შეჯიბრი ბულგარეთში, პლოვდივში იმართება სადაც 20-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
