დედაქალაქის მასშტაბით საბავშვო გასართობი აქტივობები მიმდინარეობს
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ტარდება აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები. დღის ბოლოს გაიმართება დაჯილდოება და დასკვნითი კონცერტი.