მთაწმინდის პარკში ბავშვებისთვის ღონისძიება მიმდინარეობს
მთაწმინდის პარკში ბავშვებისთვის ღონისძიება მიმდინარეობს. პატარების განწყობაზე ზრუნავენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. წელს პარკი ამ დღეს უფრო მასშტაბურად ხვდება. გაიზარდა როგორც აქტივობების, ისე ლოკაციების რაოდენობა. წელს გასართობი ღონისძიებები იმართება ცენტრალურ მოედანზე, საბაგიროს ზედა სადგურის ტერიტორიაზე, საბავშვო ზონასა და ამფითეატრში.
