ალექსანდრე წულაძემ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მინისტრმა 169-ე საჯარო სკოლაში გამართულ სახალისო, შემეცნებით აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
