თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება 11 წლამდე ბავშვებს შორის ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირის ჩემპიონები „სელეროს“, „ჩელეს აკადემიის“, ფოთის „კოლხეთისა“ და რუსთავის „გორდას“ გუნდები გახდნენ. საქართველოს გარდა ტურნირზე, ყაზახეთისა და უზბეკეთის კლუბებიც მონაწილეობდნენ.
