სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ბოდი ბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს
ღონისძიების ფარგლებში სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბოდი ბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ სანტოხასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარების გზებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.
