რუსეთში, ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში ხიდები ჩაინგრა, დაიღუპა, სულ მცირე, 7 ადამიანი
ბრიანსკში ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მეხანძრე მაშველები ცდილობენ მატარებელში მყოფი ადამიანების გადარჩენას. „ტელეგრამში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსკოვის რკინიგზამ განაცხადა, რომ ხიდის ჩამონგრევის მიზეზი „უკანონო ჩარევა“ გახდა.
