აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებზე სპეციალურად მორგებული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ღონისძიების ფარგლებში, შედგა დევნილი მოზარდებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი სემინარი.
