იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალ ტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალ ტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორთან ერთად იმყოფებოდა. მათ, იაპონიის ელჩის მოადგილესთან ერთად კლინიკის სხვადასხვა განყოფილება და გადაცემული აპარატურა დაათვალიერეს.
