ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბის დედათა მონასტერში დილიდან ხალხმრავლობაა
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბის დედათა მონასტერში დილიდან ხალხმრავლობაა. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩამოვიდნენ. სადღესასწაულო წირვა ლოცვა ბოდბელმა მთავარ ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, სასულიერო პირებთან ერთად წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა, ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა აღნიშნა, რომ ქვეყანამ სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელოს.
