ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება ბათუმშიც
გასართობი ღონისძიებები ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს. პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავენ, მოწყობილია ფოტო სტენდები და საგამოფენო სივრცეები. დაგეგმილია საბავშვო კონცერტი ბათუმში მოქმედი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით.
