მილოცვები ხვიჩა კვარაცხელიას
„ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს. ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ „მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო“. კვარაცხელიას გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დედაქალაქის მერი.
