ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სამოგზაურო რჩევები გამოაქვეყნა ასევე, საერთაშორისო ვიზების გზამკვლევმა ორგანიზაციამ. გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველო მწვანედ არის მონიშნული. რუკის მიხედვით, საქართველო ისეთ ევროპულ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია.