„ჰამასი“ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა
„ჰამასი“ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა. ამის შესახებ განცხადება დაჯგუფებამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ დაჯგუფება ისრაელს 10-ი ცოცხალი და 18-ი გარდაცვლილი მძევლის ცხედარს გადასცემს. ისრაელმა კი სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრები უნდა გაათავისუფლოს.
