პარიზში, ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟს" გამარჯვების შემდეგ არეულობა დაიწყო, დაკავებულია 300-მდე ადამიანი
საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციის ხუთი ათას 400 თანამშრომელი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ადამიანები ელისეს მინდვრებზე მაღაზიებში შევარდნას ცდილობდნენ და რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. მათ დასაშლელად პოლიციელებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.
