გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომდევნო კვირას შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპს შეხვდება
გერმანიის მთავრობის პრეს სპიკერის ცნობით, მერცი ვაშინგტონს ვიზიტით ოთხ ივნისს ეწვევა, დონალდ ტრამპთან აუდიენცია კი 5 ივნისს შედგება. შტატებისა და გერმანიის ლიდერები რუსეთ უკრაინის ომს, ახლო აღმოსავლეთში ვითარებასა და ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.