წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი დედ-მამიშვილებისთვის გასართობი ღონისძიება გამართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წელს უკვე მეოთხედ, წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი დედ-მამიშვილებისთვის გასართობი ღონისძიება გამართა. 50-მდე ბავშვმა ფონდის მიერ ორგანიზებულ, სპეციალურად მათზე მორგებულ გასართობ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები.
