ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, წილკნის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ ბავშვებს პირველი ივნისი მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, წილკნის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ ბავშვებს პირველი ივნისი მიულოცა. მინისტრი არსებულ პირობებსა და არა სრულწლოვანების საჭიროებებს გაეცნო. ადგილზე, ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა იზრუნეს.
