საქართველო - აშშ
კვირის ბოლოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვის კონტურები გამოიკვეთა. სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, თვისობრივად განსხვავდებოდა წინამორბედებთან კომუნიკაციისგან. რა პრიორიტეტები გახმიანდა საუბრისას, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, მაგრამ ერთი რამ ცხადია შეხვედრის რეზიუმე ორივე მხრიდან დადებითად იყო შეფასებული. ამას ემატება პრეზიდენტ ტრამპის მილოცვაც, ურთიერთობის გაღრმავების იმედით. სხვათა შორის ეს მისალოცი ამერიკის საელჩოს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია, რაზეც პრემიერმა პასუხად მათივე ცნობილი ქარდით უპასუხა: ყველაფერი გასაგებია
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
