საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ საქართველოს ჩემპიონია
საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ საქართველოს ჩემპიონია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კლუბმა სუპერ ლიგის მე-5, გადამწყვეტ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 93-82 დაამარცხა და საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მეორედ, ხოლო ისტორიაში მეოთხედ მოიგო. ჩემპიონი გუნდის კაპიტანს, საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ გადასცა. ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ კი გიორგი კორსანტია დასახელდა, მან 30 ქულა ჩააგდო, საუკეთესო მწვრთნელად კი კოტე ტუღუში აღიარეს
