ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოს პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოს პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა. პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის იმართება. ბოლნისის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა მონაწილეობდა
