საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო
საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო. ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში მიმდინარე საგამოცდო პროცესს განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ნინო წერეთელთან ერთად, გაეცნო. მინისტრი ტესტირების დაწყებამდე აპლიკანტებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა
