საქართველოს განათლების სამინისტრო საერთაშორისო თანამშრომლობას აძლიერებს და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და გაზიარების მიზნით არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს
საქართველოს განათლების სამინისტრო საერთაშორისო თანამშრომლობას აძლიერებს და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და გაზიარების მიზნით არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ბრიტანული უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების მოზიდვისა და ინტეგრირების ხელშეწყობის კუთხით გამორჩეულია მინისტრის მიერ ლონდონში გამართული შეხვედრები, სადაც მან ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის მიღწევები, განხორციელებული პროექტები და ტრანს ნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო. განათლების სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მნიშვნელოვანი წინსვლაა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ გამორჩეულ უნივერსიტეტთან, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით
