დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია - კვარაცხელიას PSG „ინტერს“ დაუპირისპირდება
დღეს, „ალიანც არენაზე“, ფეხბურთის ისტორია დაიწერება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან. მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრების წევრი ეცდება, რომ PSG-ს თასი ისტორიაში პირველად მოაგებინოს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება
