სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ სანტოხასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარების გზებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს
