თეთრი სახლის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან დაკავშირებულ სკანდალურ ინციდენტზე გააკეთა კომენტარი
თეთრი სახლის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან დაკავშირებულ სკანდალურ ინციდენტზე გააკეთა კომენტარი. დონალდ ტრამპმა ხუმრობით თქვა, რომ არ იცის თვითმფრინავში რა მოხდა, თუმცა ფრანგ კოლეგას ურჩია, ყოველთვის დარწმუნებული იყოს, რომ კარი დახურულია. სკანდალური ინციდენტი კამერებმა ვიეტნამში საფრანგეთის პრეზიდენტის ჩასვლისას დააფიქსირეს. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის კარი გაიღო, გამოჩნდა, რომ ბრიჯიტ მაკრონმა ქმარს სახეში გაარტყა. მოგვიანებით ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე ხუმრობდნენ
