ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ემანუელ მაკრონი „ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის“ დაწყებაში დაადანაშაულა
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ემანუელ მაკრონი „ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის“ დაწყებაში დაადანაშაულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ისრაელის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ, თუ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების პოლიტიკას არ შეიცვლის „პრეზიდენტ მაკრონის ჯვაროსნული ლაშქრობა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელდება. მას ფაქტები არ აინტერესებს და ჯიჰადისტ ტერორისტებზე ზეწოლის ნაცვლად, სურს ისინი პალესტინის სახელმწიფოს შექმნით დააჯილდოოს“ - ნათქვამია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში
