რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილი საჰაერო იერიშების გამო დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება კიდევ ერთხელ გამოხატა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილი საჰაერო იერიშების გამო დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება კიდევ ერთხელ გამოხატა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში განუცხადა, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმა რუსეთმა მოლაპარაკებების დროს განახორციელა, რამაც ის ძალიან გააკვირვა. ამასთან, ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ტრამპს პუტინის სახით ჯიუტ ადამიანთან აქვს საქმე, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ზელენსკიც საკმაოდ ჯიუტია
