კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრმა პრემიერა გამართა
კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრმა პრემიერა გამართა. „ლაზარეს აღდგინება“ ასე ჰქვია გოჩა კოლხის პიესას, რომელიც ლაშა გოგნიაშვილის რეჟისორობით დაიდგა. პრემიერას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
