„ერთი დღე ჯარში“ - პროექტის ფარგლებში მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მაღალი კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ. ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და 45-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 300-ზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა. დღესვე, ქალაქ ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადაში ხონის აკაკი ჩხენკელის სახელობის მე-2 და ირაკლი აბაშიძის სახელობის მე-3 საჯარო სკოლების, ასევე, ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის მე-5 და ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის მე-6 საჯარო სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ
