გრძელდება საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
გრძელდება საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. არგენტინის, კუბისა და ფინეთის რესპუბლიკებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ბუენოს-აირესში, კულტურულ ცენტრში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება. ღონისძიება გაიმართა კუბის დედაქალაქ ჰავანაშიც. ასევე საზეიმო მიღება გამართეს ფინეთში, ქალაქ ჰელსინკის დიდგვაროვანთა სასახლეში
