პრემიერი: წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოს 1 000-ზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე
წელიწად ნახევრის განმავლობაში, საქართველოს ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე. ეს განცხადება პრემიერმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში საფრანგეთიდან და პოლონეთიდან შემოსვლაზე ჯამში, ასი ათასი ადამიანიდან, მხოლოდ 25 ადამიანს ეთქვა უარი. ცნობისთვის, გუშინ ჯერ პოლონეთის, შემდეგ კი საფრანგეთის საელჩომ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილეს, საქართველოში გამგზავრებამდე ის ფაქტორები შეაფასონ, რომლებიც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს
