საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის ეთერში საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის ეთერში საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდება, ამის ნათელი მაგალითი კი როგორც სტივ დეინსის შეხვედრა პრემიერთან, ასევე დონალდ ტრამპის მისალოცი წერილია. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, 26 მაისთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის და შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა
