იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდება მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილ სინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღსრულების პოლიცია ორიენტირებულია, მედიაციის ინსტრუმენტის გამოყენებით საქმის წარმოება მხარეებს შორის მორიგებით დაასრულოს. ამ მიდგომის შედეგად კი, ბოლო წლების განმავლობაში, საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მხარეთა მორიგებით სრულდება
