დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა
31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა, პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. ისაუბრეს პოლიციელების განსაკუთრებულ როლზე. დღესვე დააჯილდოვეს უწყების თანამშრომლები
