შეკვეთილში ლეგენდარული როკ-ბენდის, Guns N' Roses-ის კონცერტი გაიმართა
პირველად საქართველოში მსოფლიო როკის ლეგენდამ ჯგუფმა Guns N’ Roses-მა კონცერტი გამართა. ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტად აღიარებულმა ექსელ როუზმა შეკვეთილში ჯგუფთან ერთად, სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეპოქალური ჰიტები შეასრულა. კონცერტი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ „ციცინათელას“ სივრცეში აშენებულ საფესტივალო ქალაქში გაიმართა. Starring Georgia-ს გუნდმა ერთი დღით როკ მუსიკის თავგადასავალში ათასობით ქართველი და უცხოელი მსმენელი ამოგზაურა
