თბილისის საკრებულოში ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1 700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
თბილისის საკრებულოში ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1 700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით, ასევე საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით შედგა. კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.
